Monday, December 30, 2019


პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება-„ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე
კლასი - 1ვ.
პროექტია ხანგრძლივობა:14 /10/ 2019 წ    -      28/ 10/ 2019წ
პრობლემა-პირველი კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ეკოლოგიური ცნობიერება.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით,რომ პირველი კლასის მოსწავლეები ნშედარებით ნაკლებად იცნობენ ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ საარსებო გარემოს, მათი ნახვით გაუჩნდებათ სურვილი მათი მოვლის, მოფრთხილების, დაცვის.
პროექტის მიზანი-ცხოველთა მრავალფეროვნების გაცნობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,თანამშრომლობის უნარის განვითარება, ცხოველებისადმი  პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე საუბრობს ცხოველების მრავალფეროვნებაზე.
საუბრობს პირად ურთიერთობაზე ცხოველთან.
მოსწავლე იცავს ცხოველებს და ზრუნავს მათზე.
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
                         
ამოცანები და მათი განხორციელების გზები.
პროექტს დავიწყებ სამოტივაციო აქტივობით. ბავშვებს ვთხოვ მოიტანონ სახლიდან სკოლაში თავიანთი საყვარელი სათამაშო ცხოველები.ავუხსნი მათ, რომ ეს სათამაშოები დაჭირდებათ მეორე დღეს, ბუნების გაკვეთილზე.
მეორე დრეს ბუნების გაკვეთილს დავიწყებ ცხოველებზე საუბრით , ვისაუბრებ მათ მრავალფეროვნებაზე, მათ მნიშვნელობაზე, რომ აუცილებელია ცხოველების დაცვა. ამის შემდეგ ბავშვებს გავყოფ 4 ჯგუფად.   ვთხოვ მათ დააჯგუფონ ცხოველები: ფრინველებად და მიწაზე მოსიარულეებად, გარეულ და შინაურ ცხოველებადმტაცებელ და ბალახისმჭამელ ცხოველებადასევე დააჯგუფონ საარსებო გარემოს მიხედვით. გააკეთონ პრეზენტაცია და ისაუბრონ იმის შესახებ რატომ დააჯგუფეს ასე ცხოველები. ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვ ჩართონ ბუკები, გავუზიარებ ეკრანს და ვაჩვენებ წინასწარ გამზადებულ სლაიდშოუს. ცხოველებზე არ იქნება მითითებული სახელწოდებები. ბავშვები ვერ შეძლებენ ყველა ცხოველის ამოცნობას. ამით უფრო გაძლიერდება ინტერესი ცხოველების მიმართ. მათ  გაუჩნდებათ სურვილი ამ ცხოველების ნახვის. მე მათ დავპირდები ექსკურსიაზე წაყვანას ზოოპარკში, სადაც ისინი თავის თვალით ნახავენ მათთვის საინტერესო ცხოველებს.
განხორციელების გზები:
პირველ და მეორე ეტაპზე დახმარებას გამიწევენ მშობლები. მათი თანადგომით შევძლებთ ექსკურსიაზე წასვლას. ისინი წინასწარ ინფორმირებული იქნებია პროექტის შესახებ .
პროექტში მონაწილეობენ: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. მასწავლებელი გეგმავს პროექტს, მშობლები ეხმარებიან, ბავშვები ანხორციელებენ.
რესურსები:
სათამაშოები, ბუკები,თაბახები,ფანქრები, ფორმატები, წებო, ციფრული ფოტოაპარატი, ელ.რესურსი-სლაიდშოუ, ტრანსპორტი.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა:
პროექტის ყველა ეტაპის ფოტომასალა. მესამე ეტაპის ნახატების გამოფენა, პრეზენტაციის ჩანაწერები, საიდანაც ვხვდებით თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინეს ამა თუ იმ ეტაპზე ბავშვებმა.
პასუხისმგებელი პირი:
პროექტის ხელმძღვანელი-
მოსწავლეთა მშობლები.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის ყველა ეტაპი ანგარიშის სახით მექნება  წარმოდგენილი,თანდართული დოკუმენტური მასალით, (ფოტოსურატები, საპრეზენტაციო ნახატები, საპრეზენტაციო ჩანაწერები. მესამე ეტაპს ჩავატარებ მშობლების თანდასწრებით. მშობლები ნათლად  დაინახავენ თუ რა უნარების განვითარებას შეუწყო ხელი ამ პროექტმა. ეს უნარებია:დახარისხების, დაჯგუფების, დაკვირვების, ემპათიის, შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი, ასევე სხავა საპრეზენტაქციო უნარები.
              შეფასება და თვითშეფასება
შეფასების სქემა მოსწავლეთათვის.
კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
დაბალი
აჯგუფებს ერთი ნიშნით
გადმოსცემს შთაბეჭდილებას ხატვით
აკეთებს პრეზენტაციას:
თანმიმდევრულად გადმოსცემს აზრს.
პასუხობს დასმულ კითხვებზე.

          ჩემი  თვითშეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
დიახ
არა
1.პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა მოსწავლეთა ინტერესები.
2. პროექტი გაწერილ დროში შევასრულე.
3.არჩეული სტრატეგიით მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს.
მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე.

მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა
კრიტერიუმები
დიახ
არა
ჩემი ჯგუის წევრებთან ერთად მოვახდინე სათამაშო ცხოველების დაჯგუფება.
ინტერესით ვუსმენდი მასწავლებელს ზოოპარკში.
ჩემი შთაბეჭდილებები გადმოვეცი ნახატით.
შევძელი საუბარი ნახატის ირგვლივ.

   ამოცანების განსახორციელებელი დროის ტაბულა
პირველი დღე-სამოტივაციო გაკვეთილი-35წთ.
მეორე დღე-ექსკურსია.
 მეორე შეხვედრა-პრეზენტაცია. 35 წთ.            

         პროექტის რისკ ფაქტორები
შესაძლებელია ზოოპარკში ცხოველებმა უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ ატრაქციონებს, ვიდრე ცხოველებს.
შესაძლებელია შეეშინდეთ რომელიმე ცხოველის.
.
    პროექტის პირველი ეტაპის ანგარიში
პროექტის პირველი ეტაპის მიზანი  იყო, სამოტივაციო გაკვეთილზე აღმეძრა ცხოველებისადმი ინტერესი ბავშვებში. გამომევლინა მათში  არსებული ცოდნა ცხოველთა სამყაროს მიმართ. ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელე და მიზანიც მიღწეული იქნა.
პროექტის მეორე ეტაპის ანგარიში
მეორე ეტაპის მიზანი იყო ექსკურსიის განხორციელება, რაც ნამდვილად განხორციელდაბავშვებმა ნახეს ცხოველთა მრავალფეროვნება.
პროექტის მესამე ეტაპის ანგარიში
მესამე ეტაპის  მიზანი  იყო საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ჯგუფური თანამშრომლობის უნარის განვითარება. ყველა მოსწავლემ შსაძლებლობის ფარგლებში მოახდინა შტაბეჭდილების გადმოცემა ნახატით.15 სწავლემ ასევე შეძლო ინფორმაციის მოძიება და გადმოცემა. 3 მოსწავლეს გაუჭირდა ინფორმაციისა გადმოცემა, თუმცა დახატვა მოახერხეს.
        შეფასების რუბრიკის მიხედვით შეფასდნენ მოსწავლეები სიტყვიერი კომენტარებით. რუბრიკა დახაზული იყო  დაფაზე  და წინასწარ გავაცანი.

         

                                    შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
უჭირს
საშუალოდ
კარგად
აჯგუფებს ერთი ნიშნით.
აკეთებს პრეზენტაციას
ავლენს ბუკის მოხმარების ელემენტარულ წესებს.

         თვითშეფასების რუბრიკა
თვითშეფასების კრიტერიუმები.
დიახ
ვერ
მოვახერხე მოტივაციის აღძვრა.
მივაღწიე გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს
აქტივობები განსაზღვრულ დროში განვახორციელე.







რეფლექსია
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი . გაკვეთილზე ცხოველების, მათი ნაშიერების  და სხეულის ნაწილების შესწავლისას ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი ახლოდან ეხილათ შინაური ცხოველები. მათ დაებადათ კითხვა: საშიშია თუ არა ყველა გარეული ცხოველი, მათ შორის გველები, ხვლიკები და სხვა რეპტილიები? ყველა გველი შხამიანია  და საშიშია თუ არა ადამიანებისათვის? შეუძლიათ თუ არა მათაც იზრუნონ შინაურ ცხოველებზე? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად გადავწყვიტეთ აღნიშნული ექსკურსია.
პროექტის დასაწყისისთანავე მოსწავლეები ავლენდნენ აქტიურობას. მომავალი ექსკურსიის მოლოდინში ჯგუფებში შეიმჩნეოდა მოტივაციის მაღალი ხარისხი. ისინი აგროვებდნენ საჭირო მასალებს, სურათებს, ინფორმაციას მათი დავალების შინაარსიდან გამომდინარე. ექსკურსიამ მოსწავლეების განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია. მოსწავლეებმა გიდის თანხლებით მოისმინეს საგანმანათლებლო შინაარსის ინფორმაცია შინაურ და გარეულ ცხოველებძე. ტერარიუმიდან ამოყვანისლი რეპტილიების და ცხოველების დათვარიელება, მათი შეხება ბავშვებისათვის იყო დაუვიწყარი. მოსწავლეებმა იზრუნეს შინაურ ცხოველებზეც. მიაწოდეს მათ საკვები და გამოხატეს მათ დამოკიდებულება ხელის შეხებით და ალერსით.
მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი ვიზიტი ფოტოაპარატით.
ბოლო ეტაპი, ანუ პრეზენტაცია იყო შეჯამება ერთკვირიანი მუშაობის. მოსწავლეებმა ნახატებით და თანდართული ინფორმაციით მოახდინეს პრეზენტაცია.
მესამე კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტით გაიღრმავეს ლექსიკური მარაგი და განამტკიცეს გრამატიკული ნაწილი დაკავშირებული ზმნებთან have got, can. მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს გარკვეული სოციალური ქცევებიც. პროექტი ასევე ემსახურებოდა მომავალი თაობის ბუნებასთან დაახლოვებას, ბუნების დაცვის, ზრუნვის გათავისებას.
პროექტის განხორციელებისას დამატების ან მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.
პროექტის მსვლელობისას გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები ჯგუფურ მუშაობაში რამოდენიმე მოსწავლესთან. ვფიქრობ აღნიშნული ტიპის პროექტების ხშირი შეთავაზება განუვითარებს მათ ჯგუფური მუშაობის  და კომუნიკაციის უნარებს. დროთა განმავლობაში აღნიშნული ხარვეზები დაძლეული იქნება.