Monday, December 30, 2019


სოციალური პროექტის  გეგმა  - ეკო-საფრთხეები
სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი
მარინე ლობჯანიძე
თანამდებობა
დაწყებითი კლასის პედაგოგი
რაიონი
ისანი-სამგორის
სკოლა
სსიპ თბილისის N 180 საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ეკოსაფრთხეები
დონე/კლასი  
დაწყებითი     მე-4    კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა      02.10 .2019 წ--16.10.19წ
აზროვნების ზედა დონის უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
სამწუხაროდ ყოველდღიურად ვხვდებით თითქოსდა უდანაშაულო ფაქტებს,თუ როგორ ყრიან ბავშვები  ქუჩებსა და ეზოებში სხვადასხვა უსარგებლო ნარჩენებს. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მოსწავლეებს.ხშირად უფროსებიც არ აქცევენ ყურადღებას ამ საკითხს. სიგარეტის ნამწვავები,ცარიელი პლასმასის თუ მინის ბოთლები, კანფეტების ფუთები,პიკნიკის ნარჩენები  სკვერებში ,მდინარისა და ზღვის სანაპიროებზე, შემაშფოთებელ სურათს ქმნიან. ამას ემატება სხვა გარემოს  დაცვითი პრობლემები,ავტომობილებისა და ქარხნების გამონაბოლქვები, წყლებში ჩაღვრილი მომწამლავი ნივთიერებები,გაჩეხილი ფერდობები,დამწვარი ტყეები, გადაშენების პირას მდგომი ცხოველები და სხვაგარემოს დაბინძურებამ და გაუფრთხილებლობამ  შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწას. მათ გაუჩნდათ სურვილი განეხორციელებინათ პროექტი ,რათა  უფრო მეტი გაეგოთ  და თავიანთი წვლილი შეეტათ  გარემოს დასუფთავების საკითხში.  მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს სწორედ დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ჩავუნერგოთ და ვასწავლოთ ბუნების სიყვარული , რადგან მასზე მუდმივი  ზრუნვის სურვილი მათ ჩვეულებად   ექცეთ, გაითავისონ ეს პრობლემა და ებრძოლონ მას.  შეძლონ , ყველგან და ყოველთვის დაიცვან  თავისი გარემო
პროექტის  მიზნები/ შედეგები
·        დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
·        განასხვავონ სუფთა~დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
  •  დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
·          გრძელვადიანი მიზნები:
·          მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
  •  გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსაწვლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ დაწყებითი კლასების ბავშვებზე (დაახლოებით 28 მოსწავლე), რომლებთანაც ამჟამად ამ მხრივ შედარებით ნაკლები პრობლემაა მასწავლებლების ძალისხმევით, თუმცა მათთანაც არსებობს საშიშროება იმისა, რომ დამოუკიდებლად იგივეს არ გააკეთბენ, რასაც მასწავლებლის თანდასწრებით აკეთებენ. ამიტომ მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს არაპირდაპირ დადებით გავლენას იქონიებს მათზე.
პროექტის იდეა გაჩნდა ბუნების გაკვეთილზე, როდესაც გავდიოდით თემასადამიანი და გარემო“.პროექტის დაწყებამდე გამოვიყენე სტრატეგიავიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“, რის საშუალებითაც გავიგე რის გაგება სურდათ მოსწავლეებს. განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.


პროექტის მდგრადობა

პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. ეს ის თემაა, რომელსაც ერთი პროექტით ვერ ამოვწურავთ და შემდეგ კლასებშიც გავაგრძელებთ ბუნების დაცვაზე საუბარს. მოსწავლეები გარემოს დაცვის  თემებთან მიმარტებაში კვლავ და კვალ დაუბრუნდებიან ეკოლოგიურ პრობლემებს და დაფიქრდებიან მათ გადაჭრის ფორმებზე.
თემის შინაარსი

შეხვედრა პირველი
პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსობინე (ვმვ) სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე ნაწილები.

მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რონ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები.

შევთავაზე აქტივობა ექსკურსია ბუნებრივ გარემოში ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
აქტივობის არსი იყო მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით, არაამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგანაა.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.


1. თემს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?
2. როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
3. როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
4. სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?
შეხვედრა მეორე

მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
მოსწავლეები აღწერენ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტოებს - როგორ იქექება ცხოველი ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს, ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. პასუხი კითხვაზე.- ვის (რას) ელის საფრთხე ამ გარემოში? მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გამოთქვეს ვარაუდები და გააკეთეს ჩანაწერები სურათების შესაბამისად.

შეხვედრა მესამე
ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირე დისკუსია კითხვებზე:
- როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?

დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკათეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდა ის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.
ჯგუფის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღო ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.
შეხვედრა მეოთხე
მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად გაჩნდა კითხვა:
-როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
მოსწავლეებს განვუმარტე, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუთავება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;
მოსწავლეები გავყავი ჯგუფებად და იმუშავეს პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.


შეხვედრა მეხუთე
მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.
შეხვედრა მეექვსე
შეაჯამე მოსწავლეების მიღებულ ცოდნა და გამოცდილებავიდეოს ჩვენებით, კიდევ ერთხელ განვუმარტე მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა კომპონენტის დანაგვიანებას: ზოგ შემთხვევაში წყალი ბინძურდება, ზოგ შემთხვევავში ნიადაგი, სხვა შემთხვევაში ჰაერი. შეავსეს ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ბოლო ნაწილი.
მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა იმუშავა კედლის გაზეთის დავიცვათ გარემოს მოზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფმა კი გადაღებული სურათებით პროგრამა Pover Point-ში მოამზადა პრეზენტაცია.

შეხვედრა მეშვიდე
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები
დასკვნა:
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილები, სადაც გამოყენებულია კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო და ვიდეო მასალები და უფრო მეტად მოსწონთ, თუ თვითონ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ინფორმაციისა და საჭირო მასალის მოძიებაში.
თანატოლებთან ურთიერთობამ კი მნიშნელოვანი როლი ითამაშა მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტის შემდეგ ბავშვებს აღარ გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებზე რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანისათვის, როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას, რის გაკეთება შეუძლიათ მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად და როგორ უნდა მოიქცნენ შესაბამის შემთხვევაში.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები

·                     დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი
·                     უარი გამოკითხვის ჩატარების დროს
ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა, ელენერგიის გათიშვა
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.IV 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ბუნ.IV.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.

ასევე განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარიშემოქმედებითი უნარები,  კომუნიკაციის უნარი.
პროექტის კალენდარი
         ინტერნეტით მოძიებული მასალების განხილვა, გამოკითხვის დაგეგმვა
         ჯგუფების შექმნა  და საქმიანობის განაწილება
         მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, შენახვა, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში; გაზეთის მომზადება (ერთი კვირა)
         თანამშრომლობა სასკოლო პერიოდში და სკოლის გარეთ ინტერნეტსივრცეში (რეგულარულად)
          გამოკითხვის ჩატერება
           გაზეთის გამოკვრა და პრეზენტაცია
         ასფალტზე ხატვა
სპეციალური საჭიროებები

● მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის, გაზეთის, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში
● მივაწვდი ბუკლეტის შაბლონებს
● სსსმ მოსწავლეს დავავალებ მონაწილეობა მიიღოს ბუკლეტების დარიგებაში


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
პროექტის შინაარსის გაცნობა
● სამოქმედო გეგმის შემუშავება.
●ინფორმაციის მოძიება, მარტივი პრეზენტაციების მომზადება.

● კედლის გაზეთის შექმნა
·         ანალიზი და შეფასება.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 მოსწავლეებს პროექტის დაწყებისთანავე  გავაცნობ შეფასების კრიტერიუმებს. ავუხსნი, რომ აქტიურობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის გასაგებად. განვუმარტავ, რომ ყოველი აქტივობის განხორციელების პერიოდში განმავითარებელ ინდივიდუალურ შეფასებას გამოვიყენებ თითოეული მათგანისთვის.
           
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         წერისა და კითხვის  საბაზისო უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის საბაზისო უნარები.

·         


რეფლექსია

 ჩემ მიერ განხორციელებული  სოციალური პროექტის მიზანი იყო  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება . პროექტში წამოჭრილი პრობლემა რეალურად დგას ცხოვრებაში , სწორედ ამიტომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა მშობლებმა გადავწყვიტეთ გვეზრუნა სუფთა გარემოზე და აგვემაღლებინა შეძლებისდაგვარად საზოგადოებაში ცნობიერება, რომ სუფთა გარემო ჩვენი უსაფრთხოების საწინდარია.
პროექტის დასაწყისშივე შემუშავებული იქნა მიზანი გაიწერა ვადები, გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინტერესი , სურვილები ვთხოვეთ თემს ჩართულიყო პროექტის განხორციელებაში , რაც შესაბამისად დაგვეხმარებოდა მიზნის სრულყოფაში.
მუშაობის პროცესში ტარდებოდა მონიტორინში რომელიც იძლეოდა საშუალებას პროექტის უკეთ წარმართვაში . პროექტის მიმდინარეობის მსვლელობაში მოსწავლეებში ჩნდებოდა კმაყოფილების გრძნობა. ყველა შეხვედრის ბოლოს ხდებოდა მოსწავლეების ნამუშევართა შეფასება,ასევე  ახდენდნენ ურთიერთშეფასებას  . შეხვედრების დასრულების შემდეგ გეგმავდნენ თუ რა სამუშაო შეესრულებინათ ხალისიანი განწყობით. ჩართული იყო 28 მოსწავლე და 4 მშობელი.  პარალელური კლასის მასწავლებლები,სკოლის ადმინისტრაცია.
აქტიური ჩართულობით მოახერხდა   პროექტის  გეგმების  განხორციელება. მოსწავლეები
მოსწავლეებს ლექციური ინფორმაციები მივაწოდე მე ,  რამეთუ  დღეს ატუალურადაა  წამოჭრილი პრობლემა,... პროექტის მონაწილეებმა ნაწილ- ნაწილ დაასუფთავეს სკოლის მიმდამოები, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიას. სადაც საზოგადოების ყოველდღიური  თავშეყრის   ადგილია.გამოაკრული იქნა ლამინირებული პლაკატები თვალსჩინო ადგილებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით პროექტში მონაწილეთა ჯგუფმა შეაგროვა დიდი რაოდენობით ნაგავი.
პროექტის მსვლელობისას არ დაგვჭირვებია გეგმის მოდიფიცირება.

პროექტი  წარმატებით განხორციელდა, მივაღწიეთ დასახულ მიზანს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა უფრო მეტი მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა.აგრეთვე მეტი მწვანე ნარგავების გაშენება .სამომავლოდ მსგავსი პროექტის დაგეგმვისას  შევთავაზებთ  დაწყებითი კლასის კათედრას,  ერთიანად ჩავერთოთ მსგავს  , პრობლემურ პროექტებში რათა მოხდეს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.


No comments:

Post a Comment