სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტი სტუმრად მუზეუმში
ვიზიტი: თბილისის ეთნოგრაფიული
მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
საგანი - მე და საზოგადოება
პედაგოგი- მარინე ლობჯანძე
მონაწილეთა რაოდენობა: -20----
მოსწავლე
პროექტის განხორციელების ვადა: 10/10/-16/10-2019წ.
მარშუტი: . თბილისი- თბილისის ეთნოგრაფიული
მუზეუმი ღია ცის ქვეშ-თბილისი
თემა: მუზეუმი ღია ცის ქვეშ
სამეცნიერო-საგანმანათლებლო, საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერ კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები ადგილზე ნახავენ
საქართველოს მინიატურულ მოდელს და გაეცნობიან მის მრავალფეროვან
ეთნოკულტურას. ბავშვები პრაქტიკულად შეისწავლიან
ტრადიციულ სამჭედლო და სამეთუნეო
ტექნოლოგიებს.
ისტორიის, როგორც საგნის სხვადასხვა კუთხით დანახვა, ინტერესის გაღვივება. არქეოლოგის პროფესიის საწყისი უნარების გამომუშავება, ერთობლივი ძალებითა და თანამშრომლობითა მიზნის მიღწევა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, შეისწავლიან თიხის დამუშავების თავისებურებებს საქართველოში, მშობლებთან ერთად ესტუმრებიან მუზეუმს და გიდის მეშვეობით დაათვალიერებენ ძველ ნივთებს, თავად მოიპოვებენ ინფორმაციებს საჭირო წყაროებიდან და დასკვნით ეტაპზე მოეწყობა არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია.
წინარე ცოდნა:მოსწავლეებს აქვთ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება, ასევე ჩამოყალიბებული აქვთ ეფექტური კომუნიკაცია ერთმანეთთან. შეუძლიათ წყაროებზე მუშაობა, თეორიულად
იციან როგორ მუშაობენ არქეოლოგები ძველი ნივთების აღმოსაჩენად. ეს უნარები მათ გაუადვილებთ პროექტის მიზნების შესრულებას.
რისკები:პროექტის წარმატებით განხორციელებას შეიძლება ხელი შეუშალოს
ბავშვების გამოუცდელობამ, ასევე შესაძლებელია ზოგიერთი აქტივობა გადაიდოს დროში.
აქტივობები:
ü პროექტის განხილვა და მოსწავლეთა აზრის გათვალისწინება
ü საინიციატივო ჯგუფის წევრთა შერჩევა მოხალისეობის გათვალისწინებით
ü შესასრულებელ საკითხთა განსაზღვრა ჯგუფების მიხედვით
ü ჯგუფების ჩამოყალიბება ინტერესების და შესასრულებელი საკითხები მიმართ მზაობის გათვალისწინებით
ü ინფორმაციის მოძიება თიხის დამუშავების შესახებ ძველ საქართველოში
ü პრეზენტაცია
ü მუზეუმში სტუმრობა
ü ტრადიციული სამჭედლო და
სამეთუნეო ტექნოლოგიები
ამოცანები და მათი განხორციელების გზები:
პროექტს ვიწყებთ სამოტივაციო აქტივობით. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია
მუზეუმის შესახებ. ამით უფრო
გაძლიერდება მათი ინტერესი და გაუჩნდებათ სურვილი თავის თვალით მუზეუმის ნახვის.
განხორციელების გზები: მშობლების თანადგომით შევძელით ექსკურსიაზე
წასვლას.
პროექტში მონაწილეობდნენ:
მასწავლებელი, მოსწავლეებო, მშობლები.
მასწავლებელი გეგმავს პროექტს,
მშობლები ეხმარებიან, ბავშვები
ანხორციელებენ.
რესურსი: ელექტრო რესურსი, თაბახის ფურცლები, ფანქრები.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა: ფოტომასალა, ნახატების
გამოფენა საიდანაც ვხვდებით თუ რა ცოდნა
და უნარები შეიძინეს ამა თუ იმ
ეტაპზე ბავშვებმა.
პროექტის ფარგლებში სკოლაში გასვლითი ღონისძიება ჩატარდა.
.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს.
„რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემო არ უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა მაინც ლიმიტირებულია. მუზეუმების, ბუნებრივი ძეგლის, სამეცნიერო ექსპერიმენტორიუმის მონახულებამ მოსწავლეს შეიძლება უფრო მეტი ცოდნა შესძინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გავლილმა სახელმძღვანელომ. ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს ცოდნის შეძენასთან ერთად სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, კოლექტიური ფორმა აქვს. ვიზიტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მის შედეგებს - რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ნანახი და მოსმენილი ინფორმაცია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს.
„რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემო არ უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა მაინც ლიმიტირებულია. მუზეუმების, ბუნებრივი ძეგლის, სამეცნიერო ექსპერიმენტორიუმის მონახულებამ მოსწავლეს შეიძლება უფრო მეტი ცოდნა შესძინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გავლილმა სახელმძღვანელომ. ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს ცოდნის შეძენასთან ერთად სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, კოლექტიური ფორმა აქვს. ვიზიტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მის შედეგებს - რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ნანახი და მოსმენილი ინფორმაცია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პრობლემა: მუზეუმი სწავლისათვის იდეალური ადგილია.მუზეუმში შესაძლებელია ერთდროულად დაისვენო,გაერთო და თან ისწავლო.საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწავლა შედეგიანია,თუ სწავლის პროცესი თანამონაწილეობითია.მუზეუმები აქტიური სწავლებისათვის უსაზღვრო შესაძლელობებს იძლევა.აქ მოსწავლე ერთდროულად ხედავს ნივთს, ცალკეულ შემთხვევაში ხელითაც ეხება-შიგრძნობს-ან თავად ცდილობს შექმნას რაიმე მსგავსი. საშუალება აქვს იმსჯელოს, დააკვირდეს და გაანალიზოს, ახალი ინფორმაცია დაუკავშიროს პირად გამოცდილებას და სხვა. ესგ–ს ძირითადი მიზნები და ამოცანები დაწყებითი საფეხურისთვის განსაზღვრავს, რომ ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს უნდა დაანახოს, რომ ისტორია არის უწყვეტი პროცესი, უნდა განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი.ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ისტორიული აზროვნება, მას უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანების თვალით), ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების განსხვავებული შეფასებების შედარება და ანალიზი, დამოუკიდებელი ისტორიული კვლევა, კერძოდ, ისტორიული კვლევა-ძიების მიზნის განსაზღვრა და დაგეგმვა, წერილობითი, ვიზუალური, ლიტერატურული წყაროების მოძიება, ისტორიული დოკუმენტის ანალიზი, ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების შედარება, ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიული თემის დაწერა. დღეს აქტუალურია, რომ ახალ თაობას სკოლაც და მუზეუმიც დაეხმაროს არტეფაქტების მიმართ ახალი, ინტერაქტიული ხედვის ჩამოყალიბებაში.
დემოკრატიული პროცესების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის
ისტორიას. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ. აშკარადაა გამოკვეთილი ისტორიის, როგორც საგნის მიმართ დაბალი ინტერესი. საკუთარი ქვეყნის წარსულის ცოდნის გარეშე კი წარმოუდგენელია ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი პატარა ასაკიდან, ანუ დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა გაუძლიერდეს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ ინტერესი და აქედანვე უნდა აუმაღლდეთ ამ კუთხით მოტივაცია, რათა მომავალში მივიღოთ მაღალი სამოქალაქო კულტურისა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით დაგეგმავს.
აქტუალობა:პროექტის განხორციელება აქტუალური იმდენად, რამდენადაც პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი კლასის, ან ერთი სკოლის მაგალითზე დანახული. ზოგადად ისტორიის სწავლებისას თავს იჩენს უგულისყურო დამოკიდებულებები. აქტუალობაზე მიანიშნებს
ისიც, რომ საინფორმაციო ტექსტების ანალიზი უჭირთ მოსწავლეებს. მათთვის რთულია ისტორიული წყაროების ანალიზი. ეს პრობლემა კი სხვა პრობლემების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ერთ რომელიმე საგანში ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საერთოდ სწავლის მიმართ მოტივაციის შესუსტება და საბოლოოდ სწავლის სურვილის გაქრობაც კი. ვფიქრობ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით პრობლემა მეტად აქტუალურია და ჩემი, როგორც საგნის მასწავლებლის მოვალეობად მიმაჩნია სოციალური პროექტის მეშვეობით ამ პრობლემის მოგვარება
აქტივობები:
ვიზიტი: მუზეუმის დათვალიერება
მუზეუმი: მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში. 11 ისტორიულ- ეთნოგრაფიულ ზონაში:
აღმოსავლეთის ბარი, დასავლეთის ბარი და მაღალმთიანეთი. ვიზიტი ამავე ტერიტორიაზე
საგანმანათლებლო ცენტრში სადაც
მიმდინარეობს ქართული რეწვის გაკვეთილები, ხეზე კვეთა, თიხით ძერქვა, ქარგვა და
მჭედლობა. მათში მონაწილეობა სხვადასხვა
ინტერესების და ასაკის ადამიანებს
შეუძლიათ. ეს პროგრამები ხელს უწყობს
ქართული ხელობის სხვადასხვა დარგის შენარჩუნებას და მათ მიმართ ინთერესის გაღვივებას.
მოსწავლეებმა გამოცდილი ოსტატის მეთაურობით
გაეცნენ იმ საიდუმლოებას , რომელიც დაკავშირებულია ლითონის წრთობაზე. ბავშვებმა თავის ხელით, ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ
გამოჭედეს ლურსმანი და სუვენირის
სახით წამოვიღეთ კლასში.
I ჯგუფი -მოიძევს ინფორმაციას ძველ საქართველოში თიხის დამუშავების შესახებ. ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც ნარატივი, ასევე ვიდეო რგოლები ან ამონარიდები ფილმიდან.
IIჯგუფი- მოიძევს ინფორმაციას ძველ საქართველოში სამეთუნეო მორგვის დამუშავების შესახებ. ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც ნარატივი, ასევე ვიდეო რგოლები ან ამონარიდები ფილმიდან.
IIIჯგუფი-მოიძევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რატომ გახდა აუცილებელი თიხის დამუშავება და რამ მიიყვანა მაშინდელი ქართველი ამ გადაწყვეტილებამდე.
IV ჯგუფი - უზრუნველყოფს ფოტო-ვიდეო გადაღებას პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. ასევე ორგანიზებას გაუწევს დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებას
მუზეუმს დაათვალიერებს მთელი კლასი და ასევე ყველა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას იმიტირებულ ლითონის
წრთობაზე
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:პროექტის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე ჰყავს
პასუხისმგებელი პირები. დავაკვირდები და ჩავინიშნავ მათ მუშაობას და საჭიროების დანახვისთანავე ჩავერთვები
პროექტის შეფასება
კრიტერიუმები
|
შენიშვნა
|
განაპირობებს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას და პასუხობს მათ საჭიროებებს/ინტერესებს
|
· დათვალიერების შემდეგად მოხდება ჩანაწერების გაკეთება
· ადგილზე ნანახის ერთმანეთთან გაზიარება
· სურათების გადაღება;
· ფეისბუქ გერზე სურათების განთავსება (ინდივიდუალურად)
· გაკვეთილზე მოხდება განხილვა და მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადგენა.
ცოდნა
|
სწავლა
|
რას დაამატებენ ისწავლიან
|
შედეგი
|
იმსჯელებენ რა იცოდნენ მუზეუმის შესახენ
|
რა ცოდნა შეიძინეს;
რა იყო მნიშვნელოვანი.
|
სახლში დაბრუნების შემდეგ რას დაუმატებდნენ
საკუთარი ცოდნის გასამდიდრებლად
|
რამდენად გაამართლა მოლოდინი შედეგმა.
კლასში გვექნება ზეპირი მსჯელობა დავუკავშირებთ გაკვეთილს
თემა : ჩვენ მივდივართ მუზეუმში!
|
რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
საქართველოს ისტორიის შესწავლის სურვილს მოსწავლეები გამოთქვამენ დაბალ კლასებშიც.
საქართველოს ყველა კუთხეს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს და ამჯერად არჩევანი
საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმზე შევაჩერეთ, ვინაიდან აუცილებლად მივიჩნიე
მოსწავლეები გაცნობოდნენ და ადგილზე
ნახავდნენ საქართველოს მინიატურულ მოდელს
და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.
ბავშვები პრაქტიკულად შეისწავლიან
ტრადიციულ სამჭედლო და სამეთუნეო
ტექნოლოგიებს.
განვახორციელეთ
გეგმაში მითითებული აქტივობები, რითაც მიზანს მივაღწიე,პროექტის დაგეგმვასა და
ამოცანების განხორციელებაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, მათ მოიძიეს და
შეისწავლეს შესასწავლი მხარის ღირსშესანიშნაობების ისტორია და ინფორმაცია
წარმოადგინეს სხვადასხვა სახით. განსაკუთრებით საინტერესო იყო ექსკურსია
ზემოთ დასახელებული ობიექტის მოსანახულებლად, ნასწავლი საკითხის განმტკიცებას ხელი
შეუწყო ობიექტების რეალურად ნახვამ.
განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ჩართულობის მაღალი დონე პროექტის
დაგეგმვასა და განხორციელებაში.
აქტივობების
დამატება ან მოდიფიცირება არ დამჭირვებია, ვფიქრობ შექმნილი მასალის გაკვეთილზე
გამოყენება აამაღლებს მოტივაციას და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის
მოსწავლეებისათვის სასწალო პროცესს.
მომავალში
დავგეგმავ ექსკურსიებს სხვადასხვა კუთხეებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს
ისტორიის საკითხების სიღრმისეულ შესწავლას.
No comments:
Post a Comment