სოციალური
პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
მარინე ლობჯანიძე
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
თბილისი
|
||
სკოლა
|
სსიპ ქალაქ თბილისის N180 საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
ქცევის წესები მუზეუმში
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
მე და საზოგადოება
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
დაწყებითი
საფეხური -მე-4 ე.კლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
01/11/- 15/11 2019 წელი
|
|||
პროექტის აქტუაოლობა
|
|||
კლასის მართვა - ეს
არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილის შეუფერხებლად წარმართვას და
მოსწავლეთა არასასურველი ქცევის თავიდან აცილებას. კლასის ეფექტური მართვა
გულისხმობს პირობების შექმნას მიზანმიმართული სწავლებისა და სწავლისათვის.
ქცევის წესები _ როგორ
საქციელს მოელის მასწავლებელი მოსწავლეებისაგან
პროცედურები _ უფრო
დეტალური განმარტება, თუ როგორ განვახორციელოთ
კონკრეტული ქმედება.
ქცევის წესების
შემუშავება საკმაოდ რთულია, გასათვალისწინებელია, რომ ამ წესებმა უნდა
დაარეგულიროს მოსწავლეთა ქმედებები გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ
ლოგიკურია, რომ მათ შემუშავებაში მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მუხედავად
იმისა რომ სკოლა და მშობლებიც საკმაოდ ბევრ დროს ვანდომებთ ქცევის დარეგულირებას , მაინც
ეს მუდმივი პრობლემაა, განსაკუთრებით უცხო გარემოში და ღია სივრცეში.
ამ საკითხის
აქტუალობიდან გამომდინარე მოსწავლეებს და მშობლებს შევთავაზე სოციალური პროექტი ,, ქცვის წესები მუზეუმში“
|
|||
პროექტის მდგრადობა/შედეგები:
|
|||
პროექტი მდგრადია,
ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. ეს ის თემაა,
რომელსაც ერთი პროექტით ვერ ამოვწურავთ და შემდეგ კლასებშიც გავაგრძელებთ ქცევის
პრეენციაზე და კორექციაზე საუბარს და
თან თუ გავითვალისწინებთ , რომ მოსწავლთა ზრდასთან ერთად იცვლება ქცევა და საჭორ ხდება თვითკონტროლირებადი უნარების განვითარება.
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
სოციალური და
სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს
სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და
ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული
თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,
გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების
პატივისცემა,დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.“
სტანდარტი --- მე და საზოგადოება
საზ.მეც.დაწყ.(I).1. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის,
სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;
საზ.მეც.დაწყ.(I).3. ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და
საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად მოქმედება;
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
1.
მოსწავლეები გაეცნობიან
ქცევის წესებს და გაიაზრებენ მისი დაცვის მნიშვნელობას მუზეუმებში და სვა
საგანმანათლებლო სივრცეში.
2.
შეძლებენ
ქცევის წესების გათავისებას და პრაქტიკაში
გამოყენებს.
3.
გაეცნობიან სხვდასხვა კუთხის ტრადიციებას და
რიტუალების დროს ქცევის წესებს.
4.
ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული
, მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
5.
განუვითარდებათ
კრიტიკულ-ანალიტიკური და შემოქმედებით აზროვნება
|
|||
პროექტის შინაარსი და დაგეგმილი
აქტიბობები:
I.
ამოცანა- გაკვეთილის ჩატარება
თემაზე -მოდელები
v აქტივობა - კითხვა-პასუხი-
მოსწავლეებს ვაჩვენებ სლაიდ-შოუ სხვადასხვა მუზეუმის შესახებ და მივმართავ
მოსწავლეებს კიტხვით. როგორ უნდა მოვიქცეთ მუზაეუმში? მოსწავლეთა პასუხები
იწერება დაფაზე;
v აქტივობა
- ინტერაქტიული ლექცია - სლაიდების გამოყენებით
v აქტივობა
- ექსკურსიის დაგეგმვა, ორგანიზება, მოსწავლეებს
შორის ფუნქციების განაწილება;
v აქტივობა
- დავალება - ინფორმაციის დამუშავება ( თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ) მათთვის
საინტერესო კითხვების მომზადება;
II.
ამოცანა - სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიის განხორციელება თბილისის
ეთნოგრაფიულ მუზეუმში
v
აქტივობა - მუზეუმში ქცევის წესების და
ფუნქციების შეხსენება;
v
აქტივობა - მოსწავლეთა მიერ პატარა
პრეზენტაციების მოწყობა;
v
აქტივობა - გიდის საშუალებით ახალი ინფორმაციის
მიღება, ექსპონატების დათვალიერება და დაკვირვების ფურცლების შევსება, სურათების
გადაღება;
III.
ამოცანა
- შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება -- ,,რას მოგვითხრობენ მუზეუმის
ექსპონატები“
v აქტივობა - ინტერაქტიული , მოსწალეთა მიერ გადაღებული ექსპონატების საშუალებით
კითხვებზე პასუხი;
v აქტივობა
-მოსწავლეთა ჯგუფური პრეზენტაცია თემაზე ,, საინტერესო ექსპონატი და მათი დაცვის წესები“
v აქტივობა
- მოსწავლეთა ფოტოკოლაჟის გამოფენა
აქტივობა -
განმავითარებელი შეფასება,
თვითშეფასება.
|
|||
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:
|
|||
1.ქცევის წესების უგულებელყოფა
2. ექსპონატების დაზიანება
3. სკეპტიკოსი მოსწავლე
4. ამინდის გაუარესება;
5. მოსწავლის ან მასწავლებლის ჯანმრთელობის გაუარესება;
|
|||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა ,
KWL მოსწავლეებს
ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა იციან
ამ საკითხის შესახებ, რა ისწავლეს და რა
უნდათ კიდევ, რომ ისწავლონ.
|
თვალსაჩინოდ დაწერილი ფლიფჩარტზე
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
ჯგუფებზე დაკვირვება ; მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამოიყენებ
ჯგუფებზე დაკვირვების
მეთოდს, ეს მეთოდი საშუალებას მომცემს მონიტორინგის საფუძველზე მივცე
ზეპირი განმავითარებელი შეფასება და წავახალისო მოსწავლეები.
დღიური: მოსწავლეების
მუშაობის პროცესის მონიტორინგის მიზნით გამოვიყენებ დღიურის მოკლე ფორმას სტრუქტურული მინიშნებებით,
მოსწავლეებს შეფასების ხერხი დაეხმარებათ აღმოფხვრან სისუსტეები და გაიმყარონ
ცოდნა.
შეფასების
ამ მეთოდის კითხვები მოსწავლეებს უბიძგებენ, რომ ახსნან და დაასაბუთონ მათი გაგების დონე არსებული მომენტისათვის.
|
ჯგუფურ სამუშაოზე დაკვირვების კითხვარი
სტრუქტურირებული
კითხვარი
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
პროდუქტები
შესრულებები
პროექტის დასრუების შემდეგ მოსწავლეების მირ შექმნილი პროდუქტის შეფასებით
ვადგენ მათ დაბალ და მაღალ სააზროვნო უნარებს.
|
კონსტრუქციები
პრეზენტაციები
უნარების დემონსტრირება
|
|
სხვა საკითხები
|
|||
წინარე ცოდნა
|
|||
მოსწავლეებს
შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ
შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა.
|
|||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა
----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
აქტიურად ჩართული
|
ნაკლებად
ჩართული
|
პასიური
|
დისკუსიაში ჩართულობა
|
|
|
|
საპრეზენტაციო მასალის მომზადებაში ჩართულობა და
აქტიურობა
|
|
|
|
რეფლექსია
ცნობილია, რომ საგანმანათლებლო და სამუზეუმო სივრცეები
პოზიტიურ და სასწავლო ეფექტს ახდენს მოსწავლეებზე, თუმცა სწორედ ასეთ გარემოში
არღვევენ ბავშვები ქცევის წესებს. სწორედ თემის აქტუალობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად
ჩავთვალე ამ პროექტის განხორციელება.
პროექტის განხორციელებისას დასახული მიზნები მიღწეული
იქნა. მოსწავლეები გაეცნენ
ქცევის წესებს და გაიაზრეს მისი დაცვის მნიშვნელობა მუზეუმებში და სხვა
საგანმანათლებლო სივრცეში. შეძლეს ქცევის
წესების გათავისება და პრაქტიკაში გამოყენება. გაეცნენ სხვდასხვა კუთხის ტრადიციებას და რიტუალების
დროს ქცევის წესებს.
ჩამოუყალიბდათ
სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება; განუვითარდათ
კრიტიკულ-ანალიტიკური და შემოქმედებით აზროვნება
No comments:
Post a Comment