სოციალური
პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
მარინე ლობჯანიძე
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
თბილისი
|
||
სკოლა
|
სსიპ ქალაქ თბილისის N 180 საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
როგორ
გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ბუნება
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
დაწყებითი საფეხური -მე-4 თ. კლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
ერთი კვირა 01.11 -15.11 19
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
პროექტის აქტუალობა
|
|||
დაწყებითი
საფეხურის კლასებში მოსწავლეების უმრავლესობა, ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით,
გამოკითხვებით, ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს სწორი კვება, ჯანსაღი
ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი... შევატყვე, რომ დასვენებებზე სკოლაში
ისინი ძირითადად არაჯანსაღი პროდუქტით (ჩიფსებით, ფასტ-ფუდის
პროდუქტებით) იკვებებიან, ზოგჯერ
ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ისინი შემეხვედრებინა
ექიმთან,- სკოლის ექიმთან ლილი ძიძიგურთან
|
|||
პროექტის მდგრადობა/შედეგები:
|
|||
მოკლევადიანი
შედეგი: სასკოლო
სივრცეში ჰიგიენის დაცვა, ექიმის და მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
გრძელვადიანი
შედეგი; ბავშვები მიიღებენ მრავალ სასარგებლო
ინფორმაციას თავიანთი ჯანმრთელობის მოვლის შესახებ;
პატარები
დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში და რომ ისინი მუდმივად
უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
ბუნ.IV.9.
მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა
ინდიკატორები
საუბრობს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე;
·
ზრუნავს საკლასო ოთახის და
საცხოვრებელი ადგილის სისუფთავეზე (მაგ., განიავება)
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ადამიანის
ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებაზე, ჯანმრთელობის საკითხებზე, პირად ჰიგიენზე, პროფესიით ექიმი მშობლის ჩართულობით მოსწავლეები
გაიაზრებენ პირადი ჰიგიენის
დაცვის და სწორი კვების მნიშვნელობას.
|
|||
შეხვედრის დღის გეგმა
სკოლის ექიმი ბავშვებს
გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
Ø დღის
რეჟიმი;
Ø პირადი
ჰიგიენა;
Ø ძილი;
Ø ჯანსაღი
ცხოვრების წესი;
მშობელი ექიმის
ვიზიტის პრეზენტაცია თემებზე:
ვიტამინები;
Ø მიკრობები
და ბაქტერიები;
Ø სწორად კვების ოქროს წესი.
|
|||
პროექტის
განხორციელების რისკები და პრევენცია
|
|||
1.ქცევის წესების უგულებელყოფა ექიმის კაბინეტში ///
ქცევის წესების წინასწარი
გაცნობა
2. გაკვეული შიში ექიმთან ვიზიტისას /// საუბარი
ექიმის პროფესიაზე და თეთრი ხალათის პირადი გამოყენება.
5. მოსწავლის ან მასწავლებლის ჯანმრთელობის გაუარესება /// სეზონური ინფიცირების რისკის შემცირება
|
|||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა ,
KWL მოსწავლეებს
ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა იციან
ამ საკითხის შესახებ, რა ისწავლეს და რა
უნდათ კიდევ, რომ ისწავლონ.
|
თვალსაჩინოდ დაწერილი ფლიფჩარტზე
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
მონიტორინგი--პროექტის
მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს. შევადგინე თვითშეფასების
მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის .
1.რა მოგცათ პროექტმა?
2.მუშაობის დროს
შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
3. ხართ თუ არა კმაყოფილი
მშობელთან შეხვედრით?
|
თვითშეფასების მარტივი კითხვარი
სტრუქტურირებული
კითხვარი
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
შეფასება მოხდება შემდეგი
კრიტერიუმებით:
1.მოსწავლის ჩართულობის
ხარისხი.
2.აღნიშნული საკითხის
ცოდნა.
3.პროექტის შედეგად შექმნილი რესურსის(ბუკლეტის )
|
შეფასების სქემა
|
|
სხვა საკითხები
|
|||
წინარე ცოდნა
|
|||
მოსწავლეებს
შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ
შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა.
|
|||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
რას
დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი
|
|||
აღნიშნული საკითხის ცოდნა
|
|||
პროექტის შედეგად
შექმნილი რესურსის შეფასება
|
რეფლექსია
მას შემდეგ,რაც შევნიშნე ,რომ ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან სკოლაში,
არასწორად იკვებებიან,არ იციან როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას,არ იცავენ
ჰიგიენის წესებს,გადავწყვიტე ჩემს კლასში ჩამეტარებინა პროექტი ,,როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას“.ისინი შევახვედრე სკოლის ექიმს და ერთერთი მოსწავლის
მშეობელს, პროფესიით ექიმს. პროექტის მიზანიც ეს იყო,მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში და პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.ექიმთან შეხვედრამდე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები და განვახორციელეთ ისეთი აქტივობები,რომლებმაც ხელი შეუწყო ბავშვების მოტივაციის ამაღლებას.პროექტი ერთი კვირა გაგრძელდა. მიმაჩნია, რომ პროექტის ვადა რეალისტური იყო.კვირის დასწყისში მოვაწყვე გამოკითხვები,დისკუსიები.
მოსწავლეებმა წინარე ცოდნის გამოყენებით დაამზადეს საკუთარი ნამუშევრები,შექმნეს კედლის გაზეთი,დაამზადეს ბუკლეტები.პირველი კვირის მუშაობამ გაააქტიურა მათი მოტივაცია გამოწვევის ფაზაში.
ამავე კვირაში მოსწავლეებმა ჩაწერეს ინტერვიუები შესაბამის რესპოდენტებთან.ერთ-ერთ მშობელს თავისი შვილი წაყვანილი ჰყავდა ექიმთან და მოსწავლემ არაჩვეულებრივი ინტერვიუ ჩაწერა მაინტერვიუ კვების ობიექტში.გადაიღესსურათები. კვირის დასასრულს კლასი დიდი სიხარულით შეხვდა მშობელ ექიმს. მე ჩემის მხრივ დავეხმარე მას,რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.,ექიმი ბავშვებს ესაუბრა: თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა,რა უნდა გააკეთონ მის შესანარჩუნებლად.ესაუბრა სწორად კვებაზე,ვიტამინებზე,რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულ პროდუქტებში შედიან.აუხსნა ბავშვებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა და მისი განხორციელება ,რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი.რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება.ესაუბრა ჰიგიენაზე,ბავშვებს მიაწოდა ინფორმაციები ბაქტერიებზე,ვირუსებზე.თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სეირნობა,ვარჯიში,სხვადასხვა მავნე ჩვეულებების დროულად აღმოფხვრა.ექიმს ბავშვები თბილად დაემშვიდობნენ და სთხოვეს,რომ ხშირად მოინახულოს ისინი.მშობელმაც დიდი კმაყოფილება გამოხატა ამ შეხვედრის გამო.მეორე და მესამე კვირა ძირითადად იყო ინფორმაციის თავმოყრის და გააზრების ფაზა.მესამე კვირის შემაჯამებელ დღეს(შემაჯამებელ ფაზაში)მოვახდინე პროექტის შეჯამება.ბავშვებთან ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა,დავაკვირდი რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია და პროექტი ერთობლივად დაასრულეს მათ მიერ შექმნილი რესურსის(ტრიარამით)ოთხგანზომილებიანი სამკუთხედის გამოყენებით,რომელიც პროექტის მსვლელობისას შევქმენით,როდესაც მიმართულების მიმცემ საკვანძო
შეკითხვებზე ვმუშაობდით.პროექტის მოკლევადიანმა და გრძელვადიანმა მიზნებმა მიმიყვანა საბოლოო შედეგამდე.
1)შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
2)ბავშვებმა უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ჯანმრთელობის საკითხებზე.
3)პატარები ექიმს დაპირდნენ,რომ აუცილებლად შეასრულებდნენ მის რჩევადარიგებას.
4)მოსწავლეების უმეტესობამ მოახერხა მიღებული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე გადმოცემა. ბუნებრივია,რომ პროექტის განხორციელებისას შეიძლებოდა წამოჭრილიყო რისკები და შესაძლო ხარვეზები,ამიტომ მათი თავიდან აცილების გზები გათვალისწინებული მქონდა ნაწილობრივ.მაგალითად როგორიცაა მოსწავლეების გაცდენა პროექტის მსვლელობისას ავადმყოფობის გამო ან უამინდობა.მოსწავლეების
რესპოდენტებთან წაყვანა ინტერვიუს ჩასაწერად რისკების შემცირების მიზნით ვანდე
საკუთარ მშობლებს.რაც შეეხება ხარჯებს,რომელიც დაჭირდა პროექტს ავიღე საკუთარ
თავზე.რამოდენიმე აქტივობა შესაძლებელი იყო ჩამეტარებინა სკოლის ეზოში, მაგრამ
მოგეხსენებათ, რომ პროექტი მიმდინარეობდა ზამთარში და ბავშვების ჯანმრთელობის
გაფრთხილების მიზნით არ გავრისკე მათი გაყვანა საკლასო ოთახიდან. მოსწავლეებს,
რომ არ გაჭირვებოდათ პროექტში ჩართვა, გამომდინარე მათი ასაკისა, და თუ
გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ პროექტი იყო მათთვის პირველი და არ ჰქონდათ
გამოცდილება, ხშირად ვაძლევდი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. ეს
შეკითხვები შემოიფარგლებოდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით.უნდა
აღინიშნოს, რომ შედეგებმა და ინდიკატორებმა ცხადყო,რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ
ორი მოსწავლის გამოკლებით დაძლია პროექტზე მუშაობა.პროექტის მსვლელობისას აქტიურად
ვეწეოდი მონიტორინგს. შევადგინე თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის.
1) რა მოგცათ პროექტმა? 2) მუშაობის დროს ჯგუფის წევრებს შორის, როგორი
დამოკიდებულება იყო? 3) ხართ თუ არა კმაყოფილი მშობლებთან შეხვედრით? სამივე
კითხვაზე ყველა მოსწავლეს თვითშეფასების დადებითი პასუხი ჰქონდათ. პროექტის
გრძელვადიანი მიზანიც ეს იყო. მათ იციან, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა
გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. პროექტზე მუშაობის დროს ისინი ერთმანეთს
სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ, რაც შეეხება ექიმ მშობელთან შეხვედრით პატარები
უზომოდ კმაყოფილები დარჩნენ. ვთვლი, რომ ეს მათთვის ერთ-ერთი მოტივატორიც იყო.
შეფასება
მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, რომელიც მე
შევაფასე( საშუალოდ). 2. აღნიშნული საკითხის ცოდნა-შეფასება (კარგი). 3. პროექტის
შედეგად შექმნილი რესურსი - ბუქლეტი
პროექტის
დასაწყისში გამოვიყენე მეთოდი „ ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე“. აღნიშნული
დიაგრამები დაეხმარა მოსწავლეებს გაერკვიათ თუ რა იცოდნენ პროექტის დაწყებამდე და
დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ მის სიღრმისეულად დამუშავებას შეუდგნენ.
მეთოდი მეორე „დაფიქრდი და გაუზიარე“ ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები
ერთობლივად განიხილავდნენ საკითხს და მუშაობდნენ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,
რაც მათ უფრო მეტად ორგანიზებაში დაეხმარა. მეთოდი მესამე „თვითშეფასება და
რეფლექსია“ ამ მეთოდით მოსწავლეებმა შეაფასეს თავიანთი ნამუშევარი, მიზნის
მისახწევათ არჩეული სტრატეგიების ეფექტურობა და კეთებით სწავლის პროცესი. მეთოდი
მეოთხე „ჯგუფებზე დაკვირვებამ“ საშუალება მისცა მოსწავლეებს შეეფასებინათ
თანამშრომლობის უნარი.
პროექტით
განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია. მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო
ცხოვრებაში. პატარებს მივაწოდეთ სხვადასხვა ინფორმაცია ჯანმრთელობის დასაცავად.
ყველა
აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა.
განსაკუთრებით
საინტერესო აღმოჩნდა ექიმთან შეხვედრის დღე. შეხვედრა სასიხარულო იყო
მშობლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. პატარებს ძალიან მოეწონათ დიაგრამებით მუშაობა
და აქტივობა „ჯანსაღი გული“
პროექტის
შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ ჯანმრთელობას უნდა
გაუფრთხილდნენ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით, დროზე დაიძინონ, დაიცვან დღის
რეჟიმი. მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, სოციალური და
კულტურული უნარ-ჩვევები.
უფრო
მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტში.
მოახდინონ
ცოდნის კონსტრუირება და გამოიმუშაონ მეტი კრიტიკული აზროვნების უნარი.
გეგმით
გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან
მოდიფიცირება არ მომხდარა, გარდა ერთისა, გეგმაში გათვალისწინებული იყო, რომ
საუბარი ექიმთან წარმართულიყო საპრეზენტაციო სლაიდ შოუს თანხლებით ,თუმცა ეს ვერ
მოხერხდა სტუმრის, ექიმი მშობლის გარკვეული ჯანმრთელობის ობიექტური მიზეზის გამო.
ამიტომ საპრეზენტაციო სლაიდ შოუს ჩვენება გადმოვიტანე პროექტის შემაჯამებელ დღეს.~
ასევე
გავიტვალისწინებ;
1)უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ,რომ ადამიანური
რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. კლასში განვახორციელებ მშობელთა მეტ
ჩართულობას.2)მეთოდები:“თვითშეფასება და რეფლექსია“ და“ჯგუფებზე დაკვირვება“-მეტი
აქტიურობით წარიმართოს,რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიზნის მისაღწევად არჩეული
სტრატეგიების ეფექტურად წარმართვა და თავიანთი მუშაობის პროცესის მონიტორინგის
პარალელურად გააკეთონ სწორი და გაბედული
No comments:
Post a Comment