სოციალური პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||||||||||||||||||
სახელი, გვარი
|
მარინე ლობჯანიძე
|
||||||||||||||||||
რაიონი/ სოფელი
|
ქ
თბილისი
|
||||||||||||||||||
სკოლა
|
სსიპ ქ თბილისის
N180 საჯარო სკოლა
|
||||||||||||||||||
თემის მონახაზი:
|
|||||||||||||||||||
პროექტის დასახელება: ქველმოქმედება
ყველაზე დიდი მადლია
|
|||||||||||||||||||
საფეხური/კლასი: დაწყებითები მე- 3 ე კლასი
|
|||||||||||||||||||
პროექტის განხორციელების
დრო: 2
კვირა 23. 09.
2019 წ - 04.
10. 2019 წ
|
|||||||||||||||||||
აზროვნების ზედა დონის უნარები: დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და
კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა, კვლევა, ანალიზი,
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
|
|||||||||||||||||||
პროექტის აქტუალობა:
ადამიანი სოციალური არსებაა, მას თვითგადარჩენისა და განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება სხსხვა ადამიანები. ბევრი ყოფითი მოვალეობის გარდა ჩვენი,
ადამიანების უშუალო მოვალეობაა
დავეხმაროთ და ცხოვრება გავულამაზოთ მათ. მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასებიდან ზრუნვა თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების
უნარების განვითარებაზე. ვინაიდან მიიჩნევა, რომ თანამშრომლობა კაცობრიობის ხსნის ერთადერთი გზაა, თანაც, სკოლებში, სადაც ზრუნავენ აღნიშნული უნარების განვითარებაზე, მოსწავლეები თავს
მეტად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.
ზოგი მეცნიერი (Eisenberg,1992) მიიჩნევს, რომ თუ ბავშვებს განუვითარებთ ემპათიის გრძნობას (სხვა ადამიანის მიმართ ემოციური თანაგრძნობა/თანაგანცდა; დახმარების საჭიროების მქონე ადამიანის ადგილზე თავის დაყენება), ამით შევამცირებთ ბავშვთა მხრიდან აგრესიის გამოვლინებებს.
|
|||||||||||||||||||
პროექტის მდგრადობა:
ამ პროექტით მოსწავლეები გაიაზრებენ საკუთარ
პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების მიმართ, გაუჩდებათ სურვილი იმისა, რომ
უანგაროდ დაეხმარონ სხვა ადამიანებს. შეძლებენ
კომუნიკაციას ერთმანეთთან, ინდივიდებთან და ჯგუფებთან , განუვითარდებათ ესგ-ით
მოცემული გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები .
|
|||||||||||||||||||
პროექტის საფუძვლები
|
|||||||||||||||||||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||||||||||||||||||
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციაგულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვი აუცილებელი ისეთი უნარებისადა ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილებისმიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპებისაღიარება და სხვა.
|
|||||||||||||||||||
პროექტის მისაღწევი მიზნები/ შედეგები
|
|||||||||||||||||||
მოსწავლეები გაიაზრებენ ქველმოქმედების არს. იმსჯელებენ ქველმოქმედების მნიშვნელობაზე, მოიყვანენ ქველმოქმედების მაგალითებს; დაგეგმავენ
თუ ვის და როგორ დაეხმარებიან; განუითარდებათ ემპათიის გრძნობა
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ
სოციალური, ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. განუითარდებათ ემპათიის გრძნობა, მოქალაქეობრივი
და უსაფრთხოების ცნობიერება;
ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა
და ზნეობრივი ღირებულებები;
|
|||||||||||||||||||
თემის
შინაარსი:
ღონისძიებები
და დაგეგმილი საქმიანობები თანამიმდევრულად:
|
დავსვი შეკითხვა რას ნიშნავს ქველმოქმედება?
მოსაზრებები დავაფიქსირე... გავაცანი სიტყვის მნიშვნელობა. ვთხოვე გაეხსენებინათ, თუ დახმარებიან სხვა ადამიანებს, როგორ?გადაწყდა დაეხმარონ მათ თანატოლ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.
მოვიწვიე მშომელთა კრება და გავაცანი პროექტის აქტუალურობა. მშობლებმა გამოთქვეს სურვილი თვითონაც მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში.გადაწყდა ეწვიონ თბილისის დღის
ცენტრის აღსაზრდელებს და დაეხმარონ მათ.
ამ მიზნითმოსწავლეები შეაგროვებენ ყველა საჭირო ნივთს და ესტუმრებიან მათ. მოინახულებენ თანატოლებს, გადასცემენ საჩუქრებს, გააკეთებენ პრეზენტაციას თემაზე ,,ქველმოქმედება''. ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებას ,,ერთი ლამაზი დღე.'' დაპატიჟებენ ცენტრის აღსაზრდელებს
სამგანზომილებიანი მულტფილმის სანახავად. მშობლები ცენტრის აღსაზრდელებს მიართმევენ სადღესასწაულო ტორტს. ბუკის ვებ კამერით გადაიღებენ პროექტის ამსახველ სურათებს და ვიდეოებს.ჩაიწერენ ინტერვიუებს მშობლებისგან. შთაბეჭდილებებს გადაიტანენ ფურცელზე, საკლასო ოთახში გააკეთებენ ნახატების გამოფენას,,ერთმანეთს გავუთბოთ გულები“
|
||||||||||||||||||
პროექტის განხორციელების რისკები და
შესაძლო ხარვეზები:
|
|||||||||||||||||||
ასაკობრივად შეიძლება ვერ გაიაზრონ რა არის ქველმოქმედება
|
|||||||||||||||||||
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე
მონახაზი
|
|||||||||||||||||||
მოსწავლეებს პროექტის დაწყებისთანავე გავაცნობ შეფასების კრიტერიუმებს. ავუხსნი,
რომ აქტიურობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის გასაგებად.
განვუმარტავ, რომ ყოველი აქტივობის განხორციელების პერიოდში განმავითარებელ
ინდივიდუალურ შეფასებას გამოვიყენებ თითოეული მათგანისთვის.
|
რეფლექსია
ჩვენს დროში, საკუთარი ყოფითი პრობლემებით დაღლილ საზოგადოებას
ავიწყდება, რომ სითბოსა და სიყვარულის გაცემა აძლიერებს და აერთიანებს ადამიანის გულებს.
აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა შეგვექმნა პროექტი ,, ქველმოქმედება“
ჩავთვალეთ, რომ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ყველას
სჭირდებათ. მათ უნდა იგრძნონ, რომ ადამიანებს კიდევ ახსოვთ და კვლავ საჭირო პიროვნებები
არიან.
პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,
ადამიანური ღირსების არსში გარკვევა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება - გახდნენ აქტიური
მოქალაქეები და იზრუნონ სხვებზე. მიზნები იყო ნათელი, გაზომვადი, შეესაბამებოდა პრობლემას
და ეროვნულ სასწავლო გეგმას.
ყველა დაგეგმილი აქტივობა იყო საინტერესო და წარმატებული.
პროექტის მონაწილეები დიდი ინტერესით გულწრფელი მონდომებით ახორციელებდნენ სხვადასხვა
სამუშაოებს. კარგად გამომივიდა თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფასილიტატორის როლი.
პროექტის განხორციელების დღე იყო საოცრად ამაღელვებელი
დღის ცენტრში. ემოციურმა დახვედრამ ყოველგვარ
მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეები არ ელოდნენ თუ ასეთი სიხარულის მინიჭებას შეძლებდნენ
ადამიანებზე.
პროექტი გამოირჩეოდა აქტიური ჩართულობით. შედეგმა ბენეფიციარების,
მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების კმაყოფილება გამოიწვია.
მუშაობის პროცესი ჩვენთვის ხალისიანი და ამაღელვებელი იყო. უფრო მეტად დავუახლოვდი
ბავშვებს, მშობლებს, ბევრი კარგი თვისება აღმოვაჩინე მათში. ამაღლდა ურთიერთნდობა და
პატივისცემა. ერთი სიტყვით ჩვენი საქციელით
ვაჩვენეთ ყველას, რომ არც ისე ძნელია გავუღიმოთ ერთმანეთს, სითბო და სიყვარული ვაჩუქოთ.
No comments:
Post a Comment