Monday, December 30, 2019


              
სოციალური პროექტის  გეგმა
სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი
მარიკა  ლობჯანიძე
თანამდებობა
დაწყებითი კლასის  მასწავლებელი
რაიონი
ძველი თბილისი
სკოლა
N77 საჯარო სკოლა
რეგიონი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ჩვენი პლანეტა-ჩვენი სახლია
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური II-ე. კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა--27/09 – 11/ 10-2019 წელი.
სააზროვნო  უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
    დედამიწა ჩვენი სახლია, რადგან ეს ერთადერთი გარემოა ჯერჯერობით, სადაც ადამიანს არსებობა შეუძლია, ამიტომ ადამიანისგან ყველაზე მეტად იმსახურებს მოვლას. შესაბამისად, ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა გააცნობიერონ, რომ ბუნებას უნდა გაუფრთხილდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა ბუნების მიმართ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფში გაერთიანებული საგნების სწავლების მიზანია ხომ სწორედ ისაა, რომ გაუჩინოს მოსწავლე ინტერესი და აზიაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს,  შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და   გარემოს მიმართ.
პროექტის  მიზნები/ შედეგები
Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს:
Ø  ლოკალურ გარემოში ორიენტირება;
Ø  წყლისა და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა სხვადასხვა სახის გეგმასა და რუკაზე;
Ø  ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე  მსჯელობა;
პროექტის მდგრადობა

პროქტის დაგეგმვის მდგრადობა განპირობებულია საგნობრივი მიმართულებიდან გამომდინარე, რომლის თემატური გეგმა ითვალისწინებს გარემოს დაცვაზე მუშაობას. ეს მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ, რადგან ეკო სისტემაზე ზრუნვა, მართლაც ყველა თაობის საფიქრალ საკითხად იქცა.
თემის შინაარსი

     სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ძირითადად ვიყენებ ადამიანურ რესურს, ფოტო მასალას, როგორ ბინძურდება გარემო დაყრილი ნარჩენებისგან. ტყეების გაჩეხით რამდენად ზარალდება გარემო და ა. შ.  
პირველი  ეტაპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება - როგორ ბინძურდება გარემო და რა საფრთხე ექმნება ამ დროს ადამიანსა და ბუნებას?  სურათების ჩვენება - როგორ ირღვევა ბუნების კანონზომიერება, როცა არ ვუფრთხილდებით ბუნებას და ვაჩანაგებთ? დისკუსია.
მეორე ეტაპი: მოიძიონ ინდივიდუალურად როგორ ბინძურდება წყალი (ზღვა, ტბა, მდინარე)?
როგორ ბინძურდება ნარჩენებისგან ხმელეთი?
როგორ ბინძურდება ჰაერი?
ჯგუფებად დავსვამ მოსწავლეებს, რომელ საკითხზეც აქვთ მოძიებული ინფორმაცია და  შეაჯამებენ ინფორმაციას, გააკეთებენ პრეზენტაციას.
მესამე ეტაპი: როგორ დავიცვათ ბუნება ადამიანის მიერ შექმნილი საფრთხეებისგან?
მეოთხე ეტაპი: პროექტის შეჯამება-ანალიზი და მოსწავლეთა ნამუშევრების გადატანა კედლის გაზეთებზე, რომელიც გაიკვრება დერეფანში (ანუ ბავშვები თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას).

პროექტის განხორციელბის რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები

·                     ასაკობრივი თავისებურებები, ზოგიერთმა მოსწავლემ ყველა აქტივობა  შეიძლება ვერ შეასრულოს.
·                     პასიურობა

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
საკითხის სიღრმისეული შესწავლა მოსწავლეს უბიძგებს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ. გაიაზროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, გაუჩნდეს გარემოს დაცვასა და მის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი. აღიზარდოს მოსწავლეში  ეკოლოგიური კულტურის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება, მით უმეტეს რომ ქვეყანაში ეკოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის შეგნების საკმაოდ დაბალი დონეა.
პროექტის კალენდარი
Ø  პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება - როგორ ბინძურდება გარემო და რა საფრთხე ექმნება ამ დროს ადამიანსა და ბუნებას?  სურათების ჩვენება - როგორ ირღვევა ბუნების კანონზომიერება, როცა არ ვუფრთხილდებით ბუნებას და ვაჩანაგებთ? დისკუსია (21. 10.2019)
Ø  მოიძიონ ინდივიდუალურად როგორ ბინძურდება წყალი (ზღვა, ტბა, მდინარე)?  როგორ ბინძურდება ნარჩენებისგან ხმელეთი? როგორ ბინძურდება ჰაერი?  ჯგუფებად დავსვამ მოსწავლეებს, რომელ საკითხზეც აქვთ მოძიებული ინფორმაცია და  შეაჯამებენ ინფორმაციას, გააკეთებენ პრეზენტაციას. (25.10.2019)
Ø  როგორ დავიცვათ ბუნება ადამიანის მიერ შექმნილი საფრთხეებისგან? (ჯგუფური მუშაობა) (28.10.2019)
Ø  პროექტის შეჯამება-ანალიზი და მოსწავლეთა ნამუშევრების გადატანა კედლის გაზეთებზე, რომელიც გაიკვრება დერეფანში (ანუ ბავშვები თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას). (1.11.2019)



შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
პროექტის შინაარსის გაცნობა
● სამოქმედო გეგმის შემუშავება.
●ინფორმაციის მოძიება, მარტივი პრეზენტაციების მომზადება.

● კედლის გაზეთის შექმნა
·         ანალიზი და შეფასება.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 მოსწავლეებს პროექტის დაწყებისთანავე  გავაცნობ შეფასების კრიტერიუმებს. ავუხსნი, რომ აქტიურობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის გასაგებად. განვუმარტავ, რომ ყოველი აქტივობის განხორციელების პერიოდში განმავითარებელ ინდივიდუალურ შეფასებას გამოვიყენებ თითოეული მათგანისთვის.
           
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         წერისა და კითხვის  საბაზისო უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის საბაზისო უნარები.

·         

შეფასების კრიტერიუმები

აქტიურად ჩართული
ნაკლებად  ჩართული
პასიური


დისკუსიაში ჩართულობა





საპრეზენტაციო მასალის მომზადებაში ჩართულობა და აქტიურობა






რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
    დედამიწა მართლაც რომ ჩვენი სახლია. ის ხომ ერთადერთი გარემოა, რომელშიც ადამიანი არსებობს, ამიტომ მისგან ყველაზე მეტად იმსახურებს პატრონობას. რეალურად კი ადამიანისაგან ხდება დასაცავი ბუნება. შესაბამისად, მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბუნებას უნდა გაუფრთხილდნენ , უნდა ჩამოუყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა ბუნების მიმართ.
     საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფში გაერთიანებული საგნების სწავლების მიზანია ხომ სწორედ ისაა, რომ გაუჩინოს მოსწავლე ინტერესი და აზიაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს,  შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და   გარემოს მიმართ.
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება - როგორ ბინძურდება გარემო და რა საფრთხე ექმნება ამ დროს ადამიანსა და ბუნებას?  სურათების ჩვენება - როგორ ირღვევა ბუნების კანონზომიერება, როცა არ ვუფრთხილდებით ბუნებას და ვაჩანაგებთ? - ამ აქტივობამ მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილებინა პრობლემაზე, ხოლო დისკუსიის დროს გამოავლინეს ინტერესი ამ საკითხის შესწავლისა და მეტი დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისა.
ამიტომაც დავავალე მოეძიებინათ ინფორმაცია ინდივიდუალურად,  როგორ ბინძურდება წყალი (ზღვა, ტბა, მდინარე)?  როგორ ბინძურდება ნარჩენებისგან ხმელეთი? როგორ ბინძურდება ჰაერი? 
ჯგუფებში  მოძიებული ინფორმაცია გაზიარებისა და  შეჯამების შემდეგ, მათ შეძლეს პრეზენტაცია წარმოედგინათ კლასის წინაშე, რითაც გამოუმუშავდათ ინფორმაციის დამუშავებისა და პრეზენტაციის მომზადება-წარდგენის უნარები, რა თქმა უნდა, მათი ასაკის შესაფერისად. რის შემდეგაც ვთხოვე გამოეთქვათ მოსაზრებები, როგორ დაიცავდნენ ბუნებას განადგურებისაგან. ვთხოვე მოემზადებინათ პასუხები საშინაო დავალების სახით. წინასწარ მოვამზადე კედლის გაზეთებისათვის მასალა: ფორმატები, რომელზედაც შესაბამისი სურათებით, რომელზედაც განვათავსეთ მათი პრეზენტაცია და მათ მიერ მომზადებული პასუხები, როგორ დაიცავდნენ ბუნებას დაბინძურებისგან. ამ ერთობლივი მუშაობით მათ გამოუმუშავდათ პროექტზე მუშაობისა და თანამშრომლობის უნარები.
პროექტის შეჯამება-ანალიზმა და მოსწავლეთა ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენამ გაზარდა ჩემს მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.
საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ პროექტის მიზანს შესაძლებლობების ფარგლებში მივაღწიე. მაგრამ მუშაობის გაგრძელება ამ მიმართულებით მუდმივად საჭიროა.


No comments:

Post a Comment