Monday, December 30, 2019

   სოციალური პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მარინე ლობჯანიძე
რაიონი/ სოფელი
 ქ თბილისი
სკოლა
სსიპ ქ თბილისის  N180  საჯარო სკოლა
თემის მონახაზი:
პროექტის დასახელება:             ოჯახი და ტრადიცია
საფეხური/კლასი:            დაწყებითები    მე- 4-5 კლასი                                         
პროექტის განხორციელების დრო:                  2 კვირა    01.10  2019 წ    -   15.10 2019   წ    
აზროვნების ზედა დონის უნარები:  დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა,  კვლევა, ანალიზი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
 პროექტის აქტუალობა:     
მიუხედავად  იმისა, რომ სამოქალაქო განათლების ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე დაწყებითი ჯგუფის ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას.
პროექტის მდგრადობა:   
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის

ოჯახის წევრებს. სახალისო, საინტერესო ეპიზოდებს სხვათა ოჯახის წევრების, ტრადიციების შესახებ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის  ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს. 

მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების  გაცნობიერება;

        შეკითხვები:
   ჩემი ოჯახის წინაშე რა პასუხისმგებლობა მაქვს ?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, ბაბუის და ბებიის) შრომა? 
რატომ და როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?
ცნებები:
ოჯახი, ჩემი მშვიდი ადგილი,  საოჯახო პროფესიები.


 მოსწავლემ უნდა შეძლოს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.

პროექტის მისაღწევი მიზნები/ შედეგები
  
      მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
      მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
     ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
     შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
      ისაუბრებენ „ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
  ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
  ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;


თემის შინაარსი:

აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა მოსწავლეების გამოკითხვა და მუშაობა კითხვარზე, რომელიც შეიცავს ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩავატარე თემის ზოგადი მიმოხილვა. რადგან პროექტზე მომუშავე ჯგუფები დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან, მათ პირველად წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა, აღნიშნული თემატიკით, ხაზი გავუსვი პრეზენტაციის მანერას, სტილს, აუდიტორიასთან კონტაქტს, პრეზენტაციის თემას.

მოსწავლეებმა მეორე ეტაპზე წარმოადგინეს კითხვარი შედგენილი, რომელზეც იმუშავეს ოჯახის წევრებთან ერთად. კითხვარი ძირითადად ივსება ოჯახის წევრების მიერ, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა. დაამზადეს შესაბამისი ბუკლეტი.
  


ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
1 მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.      დაგეგმვა - მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის  მოძიებისა და ანალიზის განსაზღვრა.
3.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდინეს ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის სფეროს შესახებ.  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“, კვლევა: „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“        სუბარი თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული წევრის (დედის, მამის, დის, ძმის) შრომა;

4.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის  გაფორმება,  „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“
5.      წარდგენა - პროექტის „ოჯახური ტრადიცია“  პრეზენტაცია (დაცვა).
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:
▪ ტექნოლოგიური პრობლემა (ელექტრონერგიის ან  ინტერნეტ მომსახურების გათიშვა).
საჭიროები შემთხვევაში გამოვიყენებთ გენერატორს.
▪ მოწავლეთა მხრიდან გაცდენა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით.
დავუკავშირდები ტელეფონით ან  სოციალური ქსელის მეშვეობით.
შეფასების მოკლე მონახაზი
 პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას დახურული შეკითხვებით.  საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას, რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის დასასრულს  მოსწავლეები შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ პროექტის მნიშვნელობას.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ შეუძლიათ  კომპიუტერთან მუშაობა.
პროექტის განხორციელების რისკები
მოსწავლეს არ ჰყავდეს სრულფასოვანი ოჯახი
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტ კავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეო კონფერენციის მოწყობილობა

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
პროექტის შინაარსის გაცნობა
● სამოქმედო გეგმის შემუშავება.
● ცხრილის წარმოება, მარტივი პრეზენტაციების მომზადება.

● პროექტის შეფასების რუბრიკა
·         ანალიზი და შეფასება.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 მოსწავლეებს პროექტის დაწყებისთანავე  გავაცნობ შეფასების კრიტერიუმებს. ავუხსნი, რომ აქტიურობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის გასაგებად. განვუმარტავ, რომ ყოველი აქტივობის განხორციელების პერიოდში განმავითარებელ ინდივიდუალურ შეფასებას გამოვიყენებ თითოეული მათგანისთვის.
           
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         წერისა და კითხვის  საბაზისო უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის საბაზისო უნარები.

·         

რეფლექსია
მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე, თემით „ჩემი ოჯახური ტრადიცია“ მუშაობა. პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ მასში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა პატარებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კოლაბორაციის, კვლევის, დაგეგმვარების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შეკითხვებს, სადაც ძირითადი ცნებები იყო: ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა საკუთარი ოჯახის შესახებ პრეზენტაციას „ ეს ჩემი ოჯახია“, მათ მოჰქონდათ ფოტოები ოჯახური ალბომებიდან, იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახური ტრადიციების შესახებ.
 ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა, ე.წ.“პოსტერული სესია“ თემაზე: „ერთი ფოტოს ისტორია“, მოეწყო დისკუსია „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.
დასკვნით ეტაპზე , მომზადდა პლაკატი „საგვარეულო ხე“;, „ფოტორეპორტაჟი“, სლაიდ შოუ „ჩემი წინაპრები“, ...
პროექტის მონიტორინგი
1. მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია. მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორაცია სხვადასხა ტრადიციების შესახებ.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა. ჩემ მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო გამოდგა ეს პროექტი.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ,, ერთი სურათის ისტორია“ . შეხვედრა სასიხარულო იყო მშობლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. პატარებს ძალიან მოეწონათ და აქტიურობდნენ
4 .რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები გაეცნენ სხვადასხვა ოჯახის ტრედიციებს, ისტორიებს. გაიაზრეს რომ მშობლებისა და წინაპრების საქმეები ყოველტის უნდა გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ და დავიცვთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციები.
5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტში.
მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება და გამოიმუშაონ მეტი კრიტიკული აზროვნების უნარი.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა.
7 რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
1)უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ,რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. კლასში განვახორციელებ მშობელთა მეტ ჩართულობას
.2)მეთოდები:“თვითშეფასება და რეფლექსია“ და“ჯგუფებზე დაკვირვება“-მეტი აქტიურობით წარიმართოს,რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიზნის მისაღწევად არჩეული სტრატეგიების ეფექტურად წარმართვა და თავიანთი მუშაობის პროცესის მონიტორინგის პარალელურად გააკეთონ სწორი და გაბედული 


No comments:

Post a Comment